მთავარისიახლეებიერთად ავღნიშნოთ დამოუკიდებლობის დღე! ზუგდიდში 26 მაისს მაშტაბური აქცია გაიმართება

ერთად ავღნიშნოთ დამოუკიდებლობის დღე! ზუგდიდში 26 მაისს მაშტაბური აქცია გაიმართება

Published on

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, სამეგრელო კიდევ ერთხელ ერთსულოვნად შეუერთდება ქვეყნის მასშტაბით გაჩაღებულ ეროვნულ პროტესტს. უკვე მეექვსე თვეა, ათასობით გულანთებული მოქალაქე ქუჩაში დგას და შეუპოვრად იბრძვის ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის, ევროპული არჩევანისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად.

ჩვენთვის, დამოუკიდებლობის დღე არ არის მხოლოდ დიდებული წარსულის მოგონება – ეს არის დღევანდელი, სასიცოცხლო მნიშვნელობის ბრძოლის ცოცხალი სიმბოლო. ბრძოლისა, რომელიც აუცილებლად მოიტანს იმ ნანატრ შედეგებს, რისთვისაც თავდადებით იბრძოდნენ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამორჩეული დამფუძნებელი მამები და შემდგომში ეროვნული მოძრაობის თითოეული მონაწილე.

📍26 მაისს ვიკრიბებით ზუგდიდში, 17:00 საათზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, ე.წ. „სკეიტ პარკის“ ტერიტორიაზე!

ჩვენი ერთობა ჩვენი ძლიერებაა. არ ვაპირებთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლების დათმობას! ვიდგეთ მხარდამხარ, შევინარჩუნოთ სიმტკიცე და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ყველას, რომ ჩვენი არჩევანი ურყევია – თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველო

ნათქვამია სამოქალაქო სოლიდარობის, ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...