მთავარისიახლეებისაზოგადოებაარასაპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ რელიგიის შეურაცხმყოფელი ქმედება დასაგმობია, თუმცა გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანი...

არასაპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ რელიგიის შეურაცხმყოფელი ქმედება დასაგმობია, თუმცა გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანი ღირებულებაა

Published on

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-თან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას და ბოიკოტის გამოცხადებას, არასაპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება.
 
პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული, რის შეზღუდვასაც ხელისუფლება ცდილობს.
 
„ხელისუფლებას სურს მაქსიმალურად შეზღუდოს სიტყვის თავისუფლება, ის რომ ხელისუფლებას სურს მაქსიმალურად მოუჭიროს მარყუჟები, რომ ის ძალაუფლება, რომელიც მას უკვე ეცლება ხელიდან იმის გამო, რომ მან დაპირებები ვერ შეუსრულა ქართველ ამომრჩეველს, ეს ფაქტია. მე ვარ ეკლესიის ერთგული შვილი და მივცემ „რუსთავი2“-ს აუცილებლად ინტერვიუს, იმიტომ, რომ აქ მაქვს საშუალება დავაფიქსირო ჩემი პოზიცია,“-აცხადებს ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.
 
 
პოლიტიკოსების შეფასებით, რელიგიის შეურაცხმყოფელი ქმედება დასაგმობია, თუმცა გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანი ღირებულებაა.
 
„ღვთისმშობლის მოხსენიება გარდა როგორც სიწმინდისა, სხვა კონტექსტში, ჩემთვის როგორც მართლმადიდებლისთვის მიუღებელია, მაგრამ არის მეორე საკითხი – ეს არის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, სიტყვისა და თავისუფალი აზრის გამოთქმის, რაც გარანტირებული უფლებაა ნებისმიერი ადამიანის და ნებისმიერი ადამიანი გამოხატავს ამას ისე, როგორც თვლის. აქედან გამომდინარე, „რუსთავი2“-ზე გადატანა აქცენტების, რომ ტელევიზია ბრლაშია რაღაცის, არის მიუღებელი,“-განაცხადა ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაიამ.
 
საპატრიარქო გავრცელებულ განცხადებაში სამღვდელოებას და მრევლს მოუწოდებს, "რუსთავი 2-ს ბოიკოტი გამოუცხადონ და მასთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტონ.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...