მთავარისიახლეები21 მაისი ჩერქეზთა გენოციდის დღეა

21 მაისი ჩერქეზთა გენოციდის დღეა

Published on

21 მაისი ჩერქეზთა გენოციდის დღეა

„შვიდი წელიწადი ეყარა ადამიანების ძვლები ზღვის ნაპირას. მამაკაცის წვერისა და ქალის თმისგან ყვავები ბუდეს იკეთებდნენ, შვიდი წელი ზღვა ადამიანის თავის ქალას საზამთროსავით ისროდა ნაპირზე. მტერს არ ვუსურვებ იმის ნახვას, რაც მე ვნახე“. – ნაფსაუ იაბარაქხუ, 91 წლის;

„საზარელი სურათი გადაგვეშალა თვალწინ – გზა მოფენილი იყო ბავშვების, ქალების, მოხუცების დაგლეჯილი, ძაღლებისგან ნახევრად შეჭმული, გვამებით; შიმშილითა და სნეულებით დასუსტებულ გადასახლებულებს, ძლივს რომ დალასლასებდნენ, და წაქცეულებს ჯერ კიდევ ედგათ სული, დამშეული ძაღლები უღებდნენ ბოლოს. დანიშნულების ადგილამდე ნახევარმაც ვერ ჩააღწია. ამგვარი უბედურება და ამგვარი მასშტაბებით იშვიათად თუ უნახავს კაცობრიობას“, – ი. დროზდოვი.

რუსეთის მიერ წარმოებული დამპყრობლური ომების პერიოდში ჩერქეზი ხალხის საერთო დანაკარგმა, მოკლულის სახით შეადგინა ამ ხალხის მთლიანი მოსახლეობის 20%-ზე ბევრად მეტი. სამხედრო ექსპედიციების შედეგად ფიზიკურად იქნა განადგურებული, ან სამშობლოდან განდევნილი ჩერქეზული მოსახლეობის 90%-ზე მეტი.

ჩერქეზები ერთი საუკუნის მანძილზე ებრძოდნენ რუსებს – 1763 წლიდან 1864 წლამდე.

საქართველოს აღიარებული აქვს რუსეთის მიერ ჩერქეზთა გენოციდი. მოვასწარით, უბრალოდ, 2011 წელს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც 95 ხმით ერთხმად იქნა მიღებული, საქართველო პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც ჩერქეზთა გენოციდი აღიარა.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...