მთავარისიახლეებიგირაოს გადახდა არ იქნება - ნიკა გვარამია

გირაოს გადახდა არ იქნება – ნიკა გვარამია

Published on

გაუშვებს თუ არა რეჟიმი ნიკა გვარმიას ციხეში? – თეა წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო ოპოზიციონერის წინააღმდეგ საქმის განხილვა ამ წუთებში საქალაქო სასმართლოში მიმდინარეობს. დღეს წინასასამართლო სხდომაა, თუმცა ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვოს.

ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად ვადა 7 ივნისამდე აქვს მიცმეული, თუმცა დღეს პროცესზე მისულმა კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერმა დაადასტურა, რომ გადახდას არ აპირებს.

გირაოს გადახდა არ იქნება – ამბობს გვარამია.

შეწყვეტის შუამდგომლობას დავაყენებთ, იმიტომ, რომ რეალურად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის დაყენებული, როცა იგივეზე არსებობს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ეს სუფთა სამართლებრივი დეტალია, მაგრამ ცხადია, რომ არაფერი არ მოხდება. მეორე, გირაოსთან დაკავშირებით თუ დღეს იქნება შეკითხვა დასმული, ისედაც გაცემული მაქვს ამ შეკითხვაზე პასუხი საჯაროდ, გირაოს გადახდა არ იქნება. თუ უნდათ დღესვე გადახედონ, თუ უნდათ 7-ში როცა მიწევს გადახდა მაშინ გადახედონ, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. როდემდე უნდა ვდიოთ უკანონობას მიდევნებული ლამპარივით, ჩვენი გირაოებით. ოდესმე ეს ხომ უნდა დამთავრდეს. ამას გარდა, ციხეში არიან ადამიანები, ვისაც ჩვენზე ჩვენების მიცემა მოსთხოვეს, მართალია ცრუ ჩვენების, მაგრამ მაინც და ეს ადამიანები დღემდე ციხეში არიანდ ა მე გარეთ ვიყო, იმიტომ, რომ გირაოს გადახდა არ მინდა და სიარული ქუჩაში და ეს ხალხი ლამის წამების მსვერპლნი იყვნენ, იმიტომ რომ ჩემზე ჩვენება არ მისცეს და კეთილსინდისიერად მოიქცნენ, ამას მე პირადად არ დავუშვებ. რაც შეეხება დანარჩენებს, ვინც გადაიხადა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე აქ არ ამაქვს მორალური სასამართლო. ყველა ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ციხეში ყოფნა-არყოფნასტან დაკავშირებით”, – ამბობს გვარამია.

სიახლეები

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები “ოცნების” განათლების რეფორმით შეშფოთებულნი არიან

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები შეშფოთებულნი არიან უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებით რექტორთა...

რუსეთი უახლოეს წლებში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციისთვის ემზადება – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთის ქვეყნების...

ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა – შემთხვევა ჩხოროწყუში მოხდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ...

ესპანეთში ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძეს ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ დღეს სასამართლო...