მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინა აშშ-ის, ევროპის და რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის სამ ადგილს განიხილავს

უკრაინა აშშ-ის, ევროპის და რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის სამ ადგილს განიხილავს

Published on

უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის სახელმწიფოებისა და რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზებას აპირებს და ამ შეხვედრისთვის სამ ადგილს განიხილავს.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, 19 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინას სურს ორგანიზება მაღალი დონის შეხვედრის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აშშ, უკრაინა, რუსეთი, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა და დიდი ბრიტანეთი.

ზელენსკის ინფორმაციით, შეხვედრა შესაძლოა, გაიმართოს თურქეთში, ვატიკანში ან შვეიცარიაში. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, საქმე ეხება არა კომფორტს, არამედ იმას, თუ ვინ შეძლებს შეხვედრის ორგანიზებას შესაბამისი შედეგით.

ამ ეტაპზე უკრაინა მთავარ მიზნად ასახელებს ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვეტას.

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...