მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტასა და ომის დასრულებაზე ...

რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტასა და ომის დასრულებაზე – ტრამპი

Published on

„ახლახან დავასრულე ჩემი ორსაათიანი სატელეფონო ზარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ვფიქრობ, ის ძალიან კარგად წარიმართა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და რაც უფრო მნიშვნელოვანია – ომის დასრულების მისაღწევად”, – ასე აჯამებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარს.

ტრამპის სიტყვებით, მოლაპარაკებების პირობები “ორ მხარეს შორის შეთანხმდება, სხვაგვარად შეუძლებელიცაა, ვინაიდან მათ იციან მოლაპარაკებების ის დეტალები, რომლებიც სხვას ვერავის ეცოდინება”.

აშშ-ის პრეზიდენტი “ბრწყინვალეს” უწოდებს საუბრის ტონსა და სულისკვეთებას – “ასე რომ არ ყოფილიყო, ამის შესახებ ახლავე ვამჯობინებდი თქმას”.

ამის შემდეგ დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ “რუსეთს სურს ფართომასშტაბიანი ვაჭრობა აშშ-სთან, როცა ეს კატასტროფული „სისხლის მდინარე“ დასრულდება და მე თანახმა ვარ”. გარდა ამისა, წერს: “რუსეთისთვის არსებობს უზარმაზარი შესაძლებლობა, მასობრივად შექმნას სამუშაო ადგილები და კეთილდღეობა. მისი პოტენციალი შეუზღუდავია. ისევე, როგორც უკრაინას შეუძლია იყოს ვაჭრობის სიკეთეებისგან დიდი სარგებლის მიმღები, ამ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში”.

პრეზიდენტი ტექსტში იმეორებს: “რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაიწყება დაუყოვნებლივ” და ასევე წერს, რომ პუტინთან საუბრის დასრულებისთანავე ინფორმაცია მიაწოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლეიენს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბს.

დონალდ ტრამპი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ვატიკანი ძალიან დაინტერესებულია მოლაპარაკებების მასპინძლობით.

“დაიწყოს პროცესი!” – ასე ასრულებს თავის პოსტს აშშ-ის პრეზიდენტი.

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...