მთავარისიახლეებიმსოფლიომოლაპარაკებების პირველი განახლება სამი წლის შემდეგ - რა ხდება სტამბოლში

მოლაპარაკებების პირველი განახლება სამი წლის შემდეგ – რა ხდება სტამბოლში

Published on

სტამბოლში დაიწყო რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა, თუმცა, პირველივე შეხვედრაზე რუსებმა თავიანთი სახე გამოავლინეს:

პირველ ფოტოზე, რომელიც მოლაპარაკების ადგილიდან გამოქვეყნდა, ჩანს, რომ რუსეთის დელეგაციის ადგილები შევსებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსმა დიპლომატებმა და სამხედრო პირებმა, ვინც დელეგაციაში შედიან, შეხვედრაზე დააგვიანეს.

ამას გარდა, დარბაზში მყოფმა ბი-ბი-სის ოპერატორმა დაწერა, რომ მხარეების წარმომადგენლებს ერთმანეთისთვის ხელი არ ჩამოურთმევიათ.

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციის გარდა, შეხვედრას თურქეთის დელეგაციაც ესწრება.

სწორედ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა შესავალი სიტყვა.
უკრაინის დელეგაციას ყირიმელი თათრების წარმომადგენელი, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, რომელიც აცხადებდა, რომ მშვიდობა მხოლოდ იმ პირობითაა შესაძლებელი, თუ რუსეთი მინიმუმ, 30 დღით შეწყვეტს ცეცხლს და დათანხმდება უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას, ასევე ტყვეების გაცვლას პრინციპით “ყველა -ყველაზე”.

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...