მთავარისიახლეები"საქართველო 2008 წლიდან რუსეთის აგრესიის სამიზნეა - ის ახორციელებს ჰიბრიდულ ქმედებებს მეზობლად...

“საქართველო 2008 წლიდან რუსეთის აგრესიის სამიზნეა – ის ახორციელებს ჰიბრიდულ ქმედებებს მეზობლად მყოფი ქვეყნების წინააღმდეგ” – ჰერჩინსკი

Published on

“ჩვენ ვართ სამიზნეები, უკრაინა, რა თქმა უნდა, განიცდის სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიას და იცავს თავს, ხოლო საქართველო, რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესიის სამიზნეა 2008 წლიდან. როგორც ვიცით, საქართველოს 20 პროცენტი კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ასე რომ, ეს არის ექსპერტების შეხვედრა და დიდი სიამოვნებით შევიტან ჩემს წვლილს ამ შეხვედრაში, რომელიც ეხება რუსეთის იმპერიალისტურ მიდგომას ყველას მიმართ. რაც ვისწავლეთ არის ის, რომ რუსეთს არ უნდა ვენდოთ.

რუსეთი ახორციელებს იმპერიალისტურ დღის წესრიგს, რომლის სამიზნეც მეზობელი ქვეყნებია. რუსეთის ქმედებები, პირველ რიგში, უკრაინის წინააღმდეგ – სასტიკი, არაპროვოცირებული, გაუმართლებელი აგრესია, ასევე სხვა ჰიბრიდული ქმედებები მეზობლად მყოფი ქვეყნების წინააღმდეგ, სათანადო პასუხს საჭიროებს. სწორედ ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ვიყოთ მტკიცე და შევძლოთ ჩვენი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება”.

– განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ. [საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი]

სიახლეები

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა - საგამოცდო...