მთავარისიახლეებიტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს - ზელენსკი

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს.

მისი თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის

როგორც ზელენსკი აცხადებს, საუბარში ტრამპმა დაადასტურა, რომ “ამ ომის დასრულება სურს, მზადაა დახმარებისთვის და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას”.

„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ, შესაძლო კონკრეტული ნაბიჯები. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული ვითარებით და მე მას ინფორმაცია მივაწოდე. ასევე ვუთხარი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ველოდებით, რომ რუსეთი დათანხმდება ამ წინადადებას. ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისათვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა, რაც იწყება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით”, – წერს ზელენსკი.

 

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...