მთავარისიახლეებისაქართველოში მედიის თავისუფლების ინდექსი გაუარესდა-RSF-ის ანგარიში

საქართველოში მედიის თავისუფლების ინდექსი გაუარესდა-RSF-ის ანგარიში

Published on

ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) 2025 წლის მედიის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით გაუარესებულია. 180 ქვეყნიდან საქართველო 2024 წელს 103-ე ადგილზე იყო, ხოლო წელს 114 ადგილასაა.

“ოფიციალური პირების ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას. დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო კვლავ არახელსაყრელი რჩება, ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით. “უცხოური გავლენის” და “ოჯახური ღირებულებების” შესახებ კანონების მიღება ჟურნალისტების მარგინალიზებას ახდენს, ცენზურის ქვეშ აყენებს მათ და ამცირებს სიტყვის თავისუფლების სივრცეს,” – წერია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ “ქვეყანა ახალ და სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის 2024 წლის ოქტომბერში ფართოდ სადავო საკანონმდებლო არჩევნების შემდეგ, რამაც ქვეყანა რეპრესიულ გარემოსა და საერთაშორისო იზოლაციაში ჩააგდო”.

“მთავრობამ ჯერ კიდევ არ შეასრულა ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც [ევროკავშირის] წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელი ნაბიჯია. მედიაში პლურალიზმისა და გამჭვირვალობის გამყარების წინა რეფორმების საწინააღმდეგოდ, მთავრობამ მიიღო რეპრესიული “უცხოური გავლენის” შესახებ კანონი, რომელიც კოპირებს რუსეთის “უცხოელი აგენტების” კანონმდებლობას, რაც ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას. სასამართლოები ზოგჯერ ცდილობენ წყაროების კონფიდენციალურობის დარღვევას, მიუხედავად იმისა, რომ ეს გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით,” – წერია დოკუმენტში.

RSF-ის მიერ განახლებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მედიის თავისუფლების ინდექსით უსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან: გუინეა ბისაუ (110-ე ადგილი) , სამხრეთ სუდანი (109-ე ადგილი), ჩადი (108-ე ადგილი), ლესოტო (107-ე ადგილი), ზიმბაბვე (106-ე ადგილი), ასევე ბურიკა ფასო (105-ე ადგილი), მონღოლეთი (102-ე ადგილი) და სხვები.

სიახლეები

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

პირ­ველკ­ლა­სელ­თა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრინ­ცი­პით რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის სას­კო­ლო უბ­ნე­ბი­სა და სკო­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­ნი­სა­ზღვრა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო...

ფასები ისევ გაიზარდა – წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%,...

კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...