მთავარისიახლეებისაზოგადოებაბოლო ინფორმაციით პარიზში ტერაქტებს 153 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო ინფორმაციით პარიზში ტერაქტებს 153 ადამიანი ემსხვერპლა.

Published on

საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტების სერიას ბოლო მონაცემებით 153 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა 200–ს აჭარბებს. ათობით ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

წუხელ საფრანგეთის დედაქალაქში ერთდროულად 6 ტერაქტი მოხდა. შეიარაღებული პირები საკონცერტო დარბაზს, სტადიონსა და რესტორნებს დაესხნენ თავს. ყველაზე დიდი მსხვერპლი პარიზის ცენტრში ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას მოჰყვა. 

ტერორისტები შენობაში ამერიკული როკ ბენდის კონცერტის დროს შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს. შტურმის დროს ტერორისტების ნაწილმა თავი აიფეთქა, რამდენიმე თავდამსხმელი კი სამართალდამცველებმა მოკლეს. 3 ძლიერი აფეთქება მოხდა პარიზის გარეუბანში, სტადიონთანაც, სადაც ფეხბურთის მატჩი მიმდინარეობდა. ამ დროს სტადიონზე საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც იმყოფებოდა.

სიახლეები

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ...

ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ...

სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და...