მთავარისიახლეებიანა დოლიძე: ჩვენს წინაშე არის რეჟიმი, რომელსაც სჭირს პარანოია

ანა დოლიძე: ჩვენს წინაშე არის რეჟიმი, რომელსაც სჭირს პარანოია

Published on

ჩვენს წინაშე არის რეჟიმი, რომელსაც პარანოია სჭირს, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ატრიალებენ შავ ფულს, რომელიც რუსეთიდან მოდის, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე საუბრობს. ოპოზიციონერის თქმით, “ოცნებისთვის” სახელმწიფო “მეწველი ძროხაა”, რიგით მოქალაქეებს კი ქვეყნიდან გაქცევა უწევთ.

ჩვენს წინაშე არის რეჟიმი, რომელსაც პარანოია სჭირს, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ატრიალებენ შავ ფულს, რომელიც რუსეთიდან მოდის. ახლახან ვიწია ჯაფარიძის ახლობელმა 17 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო, სახელმწიფო მაგათთვის არის მეწველი ძროხა და ამის დასაცავად იბრძვიან ესენი, ამის ხარჯზე კი ხალხი გარბის ქვეყნიდან.

,,ქართულ ოცნებას” წარმოდგენა აქვთ, რომ ჩვენი პარტნიორები ევროკავშირშიც ასე არიან კონსპირაციაში და ალბათ, ამის ეშინიათ. სინამდვილეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მართავს არაკომპეტენტური ხალხი, როგორ უნდა მოთხოვოთ მათ რაიმე აზრიანი. სამწუხაროა, რომ ამხელა უწყებას ეს ხალხი მართავს. ისინი პარანოიკული შიშებით მოქმედებენ, – ამბობს ანა დოლიძე.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...