მთავარისიახლეებისაზოგადოებააქცია დარჩელში - მოსახლეობა ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვს (VIDEO)

აქცია დარჩელში – მოსახლეობა ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვს (VIDEO)

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, ტელმანის უბნის მაცხოვრებლებმა დღეს  აქცია გამართეს. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაპირების შესრულებას ითხოვს. კერძოდ, ხანგრძლივი წვიმის შედეგად მდინარე ჯუმი დიდდება, არღვევს კალაპოტს და წყალი მოსახლეობას სახლებში უვარდება. ადგილობრივების განცხადებით, გადაუღებელმა წვიმამ გაანადგურა სახნავ-სათესები, ასევე შინაური ცხოველები და ფრინველები. რამდენიმე ოჯახში კი მოსულმა უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართული დატბორა და დააზიანა. ტელმანის უბნის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან იყო შეპირება რომ მოხდებოდა ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, თუმცა ამ დრომდე აღნიშნული დაპირებიდან არაფერი გაკეთებულა. აღნიშნული პრობლემით დარჩელში, ტელმანის უბნის მოსახლეობამ აქცია მიმდინარე წლის ივნისის თვეშიც გამართა. მაშინაც და ახლაც ადგილობრივების მთავარი მოთხოვნა მდინარე ჯუმზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება იყო. მოსახლეობა ამბობს, რომ აუცილებელია დამბის მშენებლობა და ამ მოთხოვნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას რამდენჯერმე მიმართეს. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მოთხოვნით გამართულ აქციას გაერთიანებული დემოკრატების ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელიც შეუერთდა. გოგიტა ბიგვავას განცხადებით, პრობლემა დროულად მოსაგვარებელია. დარჩელის მოსახლეობის მოთხოვნებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამოეხმაურნენ. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია ღურწკაიას განმარტებით, პრობლემა მოგვარებადია, თუმცა კონკრეტული ვადების დასახელება უჭირთ. ბოლო დღეების განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა დარჩელის მოსახლეობას მნიშვნელოვანი პრობლემენი შეუქმნა. მოსახლეობის განცხადებით, აუცილებელია საჭირო ღონისძიებები დროულად იქნას გატარებული.

სიახლეები

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ...

ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ...

სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და...