მთავარისიახლეებიფედერალურმა მოსამართლემ "ამერიკის ხმის" დახურვა დაბლოკა

ფედერალურმა მოსამართლემ “ამერიკის ხმის” დახურვა დაბლოკა

Published on

მერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ “ამერიკის ხმის” სარჩელი დააკმაყოფილა და მისი დახურვა დაბლოკა.

ფედერალური მოსამართლე როის ლამბერტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავს და ავალებს:

აღადგინოს ამერიკის ხმის საქმიანობა
შეწყვიტოს მთავრობის მიერ დაფინანსებული რადიო თავისუფალი აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელების – დახურვასთან დაკავშირებული ძალისხმევა.
ამერიკის ხმის ყველა გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში აღადგინოს.
მოსამართლე მიუთითებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა გადადგას “ყველა საჭირო ნაბიჯი” თანამშრომლებისა და კონტრაქტორების პოზიციებზე დასაბრუნებლად და მაუწყებლობის გასაახლებლად.

22 მარტს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში შეიტანეს.

ჟურნალისტების განცხადებით, ქვეყნის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო სააგენტოების დახურვა შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლებას არღვევს.

მანამდე, “ამერიკის ხმის” ჟურნალისტები ანაზღაურებად შვებულებაში მას შემდეგ გაუშვეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტოს საქმიანობა შეუზღუდა.

სიახლეები

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის - ეს პირობა პოლიტიკოსის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ...

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...

“საქართველოსთვის ჯაშუშობის” ბრალდებით ოკუპირებულ ცხინვალში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

რადიო თავისუფლების პროექტი Эхо кавказа წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით...