მთავარისიახლეებიკონფლიქტებიე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, გალში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, გალში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

Published on

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე, ქუთაისში მცხოვრები ალექსანდრე ნაცვლიშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
 
მათივე ინფორმაციით, ნაცვლიშვილი გალის რაიონის სოფელში, მდინარე ენგურზე „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებმა“ მაშინ დააკავეს, როცა საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა.
 
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
 
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამასახურში ადასტურებენ. უწყების ცნობით, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და ევროკავშირის სადამკვირვებო მისიის წარმომადგენლები ინფორმირებული არიან.

სიახლეები

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...

მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე – კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

“მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთ რამ, რომ არის...