მთავარისიახლეები"გერმანიას ჯამში 13 პირი ჰყავს სანქცირებული" - პეტერ პიშერი

“გერმანიას ჯამში 13 პირი ჰყავს სანქცირებული” – პეტერ პიშერი

Published on

როცა ჩამოვედი საქართველოში პრემიერმა მითხრა, რომ თქვენ ჩვენი საუკეთესო მეგობრები ხართ, ბევრმა იგივე მითხრა, თუმცა 2024 წლიდან ყველაფერი შეიცვალა. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა კრიზისშია. ჩვენი შეფასებით, დემონსტრანტების მიმართ ადამიანის უფლებები დაირღვა, ასევე დაირღვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ევროკავშირში შესასვლელად ადამიანის უფლებების პატივისცემა ფუნდამენტურია, თუმცა ის დაირღვა და თანაც ძალიან მნიშვნელოვნად. ჩვენი პოლიტიკა და ზოგადად აღქმა ისეთია, რომ ადამიანის უფლებები საშინაო პოლიტიკის ნაწილად არ მიგვაჩნია, რადგან არსებობს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტი.

ჩვენი მოვალეობა მათი დაცვაა. სწორედ ამიტომ დავაწესეთ სანქციები 13 პირის მიმართ, რაც იყო ქვეყანაში შესვლის აკრძალვა. დავუწესეთ სანქციები 13 პირს, რომლებიც ჩვენი შეფასებით პასუხისმგებლები იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე. არ გვსურს ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩავიდნენ ჩვენს ქვეყანაში. ანქციები გზავნილია საქართველოსთვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევას არ ვეთანხმებით და გთხოვთ, შეწყვიტოთ ეს ქმედება. გერმანიაში ასევე გვაქვს კანონი, რაც გულისხმობს პერსონალური მონაცემების დაცვას და სწორედ ამიტომ არ ვაქვეყნებთ ამ ინდივიდების სახელებს. შესაბამისად, კანონი მიკრძალავს ღიად ვისაუბრო სახელებზე”.

– განაცხადა გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა BMG tv-სთან ინტერვიუში.

სიახლეები

მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა

ოლიგარქის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა. არიან თუ არა შეწყალებულთა შორის...

რეზო კიკნაძე-ისეთია ხალხია ციხეში, თავს დამნაშავედ ჩავთვლი, გარეთ რომ ვიყოთ ჩვენ

რეზო კიკნაძემ სინდისის პატიმრების მშობლებს დაურეკა, რომლებიც დილიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებიან და ყაველაშვილის...

მეუფე იაკობი “ოცნებას” მოუწოდებს, დაიწყოს შერიგების პროცესი ეკლესიის შუამავლობით

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა. მეუფე...

იტალიამ რუსეთიდან გამოსული გემი დააკავა, რომელმაც, სავარაუდოდ, სანქციების რეჟიმი დაარღვია

იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 17 იანვარს შავი ზღვის რუსული ტერიტორიული წყლებიდან ბრინდიზის პორტში შესული გემი...