მთავარისიახლეებისაზოგადოება"საქართველოში მზარდი ავტოკრატიული ტენდენციებია" - ევგენია კრავჩუკი

“საქართველოში მზარდი ავტოკრატიული ტენდენციებია” – ევგენია კრავჩუკი

Published on

უკრაინელი დეპუტატი, ევგენია კრავჩუკი ამბობს, რომ “საქართველოში მზარდი ავტოკრატიული ტენდენციებია”. ამის შესახებ განცხადება მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ დებატებზე გააკეთა.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ “ქართული ოცნება” მოლაპარაკებებზე წამოსულიყო და პოლიტპატიმრები გაეთავისუფლებინათ, ივანიშვვილის პარტიამ რეპრესიული კანონები შემოიღო და დაკავებების სერია განაახლა.

ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი და სამართლიანი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი მედია და კანონების უარყოფა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ვნებს. რას ვხედავთ რამდენიმე თვის შემდეგ, დიალოგის ნაცვლად ვნახეთ ახალი რეპრესიული კანონები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების ნაცვლად ვხედავთ ახალ დაკავებებს. ეს ყველაფერი მზარდი ავტოკრატიული ტენდენციებით ხდება. მთავრობა იმის ნაცვლად, რომ ხალხს უსმენდეს, მათ გაჩუმებას ცდილობს, მაგრამ ეს წარმატებული ვერ იქნება”. – განაცხადა ევგენია კრავჩუკმა.

89 მომხრე, 3 წინააღმდეგი – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა, დემოკრატია პროგრესის ნაცვლად რეგრესს განიცდის, ამიტომ ევროდეპუტატები “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, წინა რეზოლუციაში გაწერილი პუნქტები დაუყოვნებლივ შეასრულოს.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....