მთავარისიახლეებისაზოგადოებარა უფრო ანგრევს ქართულ ოჯახებს, ლგბტ პირთა ერთი მცირე ჯგუფი, რომელიც ...

რა უფრო ანგრევს ქართულ ოჯახებს, ლგბტ პირთა ერთი მცირე ჯგუფი, რომელიც ,,კუდიანებზე ნადირობის” მსხვერპლად არის ქცეული, თუ ხელისუფლების უსუსრი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც საფუძველს აცლის ოჯახს?

Published on

საარსებო მინიმუმის ძიებაში გათიშული ოჯახები, ბავშვები, რომლებიც იძულებით ემიგრირებული დედების გარეშე იზრდებიან, მამაკაცები, რომელთაც უმუშევრობის გამო ხელ-ფეხი აქვთ შეკრული და  ვერაფერს აკეთებენ  ოჯახის მარჩენალის ფუნქციის შესრულებისთვის… ასეთია სავალალო სურათი, რომელიც დღეს ქუჩებში ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის  დაცვის ლოზუნგით მიმდინარე მსვლელობის მიღმა დგას, თუმცა აქცენტები ოჯახის სიმტკიცის მტრის ძიებაში  რატომღაც მთლიანად ლგტბ- პირებზეა გადასული და სახელმწიფო,ხელისუფლება ხელდაბანილი გამოიყურება .
 
რა უფრო ანგრევს ქართულ ოჯახებს, ლგბტ პირთა ერთი მცირე ჯგუფი, რომელიც  ,,კუდიანებზე ნადირობის'' მსხვერპლად არის ქცეული, თუ ხელისუფლების უსუსრი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც  საფუძველს აცლის ოჯახს?
რას ამბობს სტატისტიკა, რომელსაც საქ სტატი აქვეყნებს?.
 
2018 წლის მარტის მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში საარსებო მინიმუმი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 176.9 ლარს, საშუალო მომხმარებლისთვის 156.7 ლარს, საშუალო ოჯახისთვის კი 296 ლარს შეადგენს.  ეს ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 7.2 ლარით (4.24%), საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 6.4 ლარით (4.26%), ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 12 ლარით (4.23%) გაიზარდა.
 
საარსებო მინიმუმის ზრდას, ძირითადად, ინფლაციის დონის ზრდა განაპირობებს. 2017 წელს ინფლაციის დონე 6.7% იყო, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს 2.7 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა. 2018 წელს ინფლაციის დონე, ჯერჯერობით, მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია.
 
საარსებო მინიმუმი თვეში შემოსავლების იმ მინიმალურ ოდენობას აჩვენებს, რომელიც აუცილებელია სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის. საარსებო მინიმუმი, მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება. საარსებო მინიმუმში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ია, არასასურსათო ხარჯების (ჯანდაცვა, განათლება, კომუნალურები, ტრანსპორტი და ა.შ.) წილი კი 30%-ია. აღსანიშნავია, რომ როგორც ეკონომისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია გადასახედია და რეალურად ის გაცილებით მაღალია.
 
მიუხედავად იმისა, რამდენად რეალურია არსებული საარსებო მინიმუმი (თვეში დაახლოებით 177 ლარი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის), საარსებო მინიმუმის ზრდა ცხოვრების გაძვირებაზე მიუთითებს.
 
ლგბტ პირების დევნა ამ სურათს ვერ შეცვლის – თუ ფიქრობენ ამაზე კუნთებზე მომზირალი ,,ქართველი ვჟკაცები"'  და როდემდე  დარჩებიან ,,დაბოლილები'' სახელმწიფოსგან, რომელსაც ძალიანაც აწყობს აქცენტების ამგვარი გადაადგილება.  
 
 
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...