მთავარისიახლეებისაზოგადოება„მოძალადეები და დამნაშავეები უნდა იყვნენ ციხეში და არა კორდინს მიღმა'' -...

„მოძალადეები და დამნაშავეები უნდა იყვნენ ციხეში და არა კორდინს მიღმა” – საპარლამენტო ოპოზიცია თბილისში მიმდინარე მსვლელობას და ლგბტ პირთა უფლებების დამცველთა გაუქმებულ აქციას ეხმაურება

Published on

თბილისის ცენტრში მიმდინარე მსვლელობას და გაუქმებულ აქციას, რომლის მიზანიც სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა იყო,  საქართველოს პარლამენტშიც ეხმაურებიან.

 
საპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისი მოქალაქეებისათვის შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება.
 
„საქართველოს ყველა მოქალაქეს და მოქალაქეების  ჯგუფს აქვს სრული უფლება შეკრების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების და სიტყვის თავისუფლების. სახელმწიფოს ვალდებულებაა ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფა. ეს ვერ მოახდინა დღეს საქართველოს სახელმწიფომ, რითაც დაარღვია მისი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.
 
,,მთავრობა ვერ იცავს კონსტიტუციას. არ აძლევს ადამიანებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების – გამოხატვის და შეკრების თავისუფლების გამოყენების საშუალებას.  რომ ამბობს, რომ დაიცავს ნებისმიერ ჯგუფს ძალადობისგან, ეს არის ცინიკური განცხადება და დაცინვა, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ. – ის, რომ პოლიციის კორდნით იქნება მოძალადების მხრიდან დაცული მეორე მხარე, ეს არაფერს ნიშნავს. 
 
„მოძალადეები და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. უნდა იყვნენ ციხეში და არა კორდინს მიღმა. დაშორიშორება კი არ არის ხელისუფლების ამოცანა, ხელისუფლების ამოცანა არის კონსტიტუციით მინიჭებული ადამიანის უფლების დაცვა. ხელისუფლებამ შექმნა ზონდერ ჯგუფები, აგრესიული ჯგუფები. მხოლოდ ხელისუფლებას აქვს ძალის გამოყენების უფლება, როდესაც ამ უფლებას ვერ იყენებს, ამას იყენებს ბრბო და და აგრესიული ადამიანები და სწორედ აგრესიული ადამიანების ზემოქმედების შედეგად ვერ გამოდიან სხვა სახის აქტივისტები ქუჩაში. ამას მიაღწია დღეს ხელისუფლებამ. ამ პროცესებში პირდაპირ ბრალი მიუძღვის მთავრობას“, –განაცხადა რომან გოცირიძემ.

 
ხელისუფლებას აკრიტიკებს „ევროპული საქართველოც.“ ოთარ კახიძის განცხადებით მოძალადე ჯგუფისგან სახელმწიფომ ვერ შეძლო დაეცვა ლგბტ პირები, რომლებსაც არ მიეცათ კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების საშუალება.
 
„მოძალადე ჯგუფის შანტაჟით ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა, რომ ძალადობისკენ მომწოდებელი პირები დაეკავებინა ავტობუსებით გაიყვანა კანონიერი კონსტიტუციური აქციის მონაწილეები.  ამ პირობებში გასაგებია ლგბტ საზოგადეობის წუხილი, რომ მათ არ აქვთ განცდა, რომ მათი უსაფრთხოება იქნება დაცული,“-განაცხადა ოთარ კახიძემ. 

სიახლეები

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს  კომუნიკაციების კომისიამდე, გულორდავა 2 წლის განმავლობაში...

7 სხვადასხვა საქმეზე, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით, 21 პირი დააკავეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს საქართველოს რეგიონებში შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის...

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ქართული ოპოზიციის ნაწილს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოალიცია...