მთავარისიახლეებიმსოფლიოორი კვირის განმავლობაში უკრაინაში, ოკუპანტთა მხარეს მებრძოლი მეორე ქართველი ბოევიკი მოკლეს

ორი კვირის განმავლობაში უკრაინაში, ოკუპანტთა მხარეს მებრძოლი მეორე ქართველი ბოევიკი მოკლეს

Published on

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ლიკვიდირებულია ქართული წარმოშობის რუსი ბოევიკი ილია ბუჩუკური, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში რუსი ოკუპანტების მხარეს იბრძოდა – ინფორმაცია პრორუსულ, სამხედრო ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა და იქვე აღნიშნა, რომ ილია ბუჩუკურის ლიკვიდაცია კურსკის ოლქში მოხდა.

ამ დრომდე არაა დაკონკრეტებული, როდის წავიდა ომში, სად იბრძოდა, რომელ შეტაკებებში მონაწილეობა მოასწრო ილია ბუჩუკურმა, თუმცა, სავარაოდოდ, ბუჩუკური ომში საქართველოს რეგიონიდან გაემგზავრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ჰქონდა, ან ორმაგი მოქალაქე იყო: საქართველოსა და რუსეთის.

ილია ბუჩუკურის წლოვანების, საქართველოში მისი საცხოვრებელი ადგილისა და ოჯახის წევრების მონაცემებზე ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

აღსანიშნავია, რომ ილია ბუჩუკურის ფოტოზე, რომელიც რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა, ბოევიკი რუსულ ფორმაში, სრული ამუნიციითაა გადაღებული, ხოლო მკერდზე აქვს წარწერა “ზა პაცანოვ“, რაც რუსულ, სამხედრო-ჟარგონულ ლექსიკაში იმ ბიჭებს აღნიშნავს, ვინც მტერთან ბრძოლაში დაეცა. უკრაინელებს იგივე შინაარსის გამოხატულებად აქვთ “ხლოპცი“, ანუ თუ უკრაინელებს ვიგულისხმებდით, წარწერა ასეთი იქნებოდა: “ზა ხლოპცოვ“.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო ოცი დღის განმავლობაში ილია ბუჩუკური მეორე ქართული წარმოშობის ბოევიკია, რომელიც იოსებ კობზონის კონცერტზე უკრაინიდან გაგზავნეს (ასე იხსენიებენ იმ რუს ბოევიკებს, რომლებიც უკრაინაში სამხედრო აგრესიის დროს იხოცებიან): 21 მარტს დონბასის მხარეში მიმდინარე საბრძოლო შეტაკებების დროს კიდევ ერთი ბოევიკი გიორგი ყამარაული იყო ლიკვიდირებული.

საერთო ჯამში, 2022 წლის თებერვლიდან ამ დრომდე უკრაინაში ლიკვიდირებულია 9 ქართული წარმოშობის, ოკუპანტების მხარეს მებრძოლი ბოევიკი.

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...