მთავარისიახლეებიაგრო-ლიგის კონკურსი სტუდენტებისათვის

აგრო-ლიგის კონკურსი სტუდენტებისათვის

Published on

ეროვნული აგრარული ოლიმპიადის მსგავსად, აგრო-ლიგა ცოდნის დემონსტრირებაზე დაფუძნებული კონკურსია და იგი ტარდება ტესტირების საშუალებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აგრარული პროფილის უმაღლესი და პროფესიული დაწესებულებების სტუდენტებს.

2025 წელს საქართველოში აგრო-ლიგა ჩატარდება სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის ( საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ტრენინგების (VET) სისტემების მოდერნიზება, (მე-3 ფაზა) ფარგლებში.

აგრო-ლიგის კონცეფციის ავტორი და ტექნიკური კომპონენტის განმახორციელებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია.

კონკურსის წესების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: [email protected]

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...