მთავარისიახლეებისაზოგადოებაკლუბები „ბასიანი“ და „გალერი“ ამ დრომდე დალუქულია

კლუბები „ბასიანი“ და „გალერი“ ამ დრომდე დალუქულია

Published on

კლუბები „ბასიანი“ და „გალერი“  ამ დრომდე დალუქულია, მათი ადმინისტრაციების წარმომადგენლებს  არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია როდის შეეძლებათ გახსნა. 
 
„ამ ეტაპზე არ გვაქვს არანაირი ოფიციალური ინფორმაცია თუ როდის გავიხსნებით. დღეს არის შეხვედრა შს მინისტრთან. სავარაუდოდ, გვეტყვის კონკრეტულ პასუხს თუ როდის გავაგრძელებთ მუშაობას და ვარ იმედიანად. ამ წუთას კლუბი დალუქულია და არ უშვებენ არავის. ყველა დასტრესილი ვართ, მათ შორის ის ხალხი ვინც გვგულშემატკივრობდა. თუმცა, რასაც ვხედავ, ხალხი ბრძოლის განწყობითაა და მაინც მგონია, რომ რაღაც ეტაპის შემდეგ უფრო მეტი რაოდენობის ხალხი მოვა, ვიდრე დადიოდა და უფრო მეტი მხარდამჭერი გვეყოლება, ვიდრე გვყავდა“, – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში  „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი
 
დღის განმავლობაში კლუბ „გალერის“ გახსნის თაობაზე შს მინისტრისთვის, მთავარი პროკურორისთვის და სახალხო დამცველისთვის მიმართვას აპირებს კლუბის იურისტი. როგორც ხათუნა ხურცილავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს პროკურორთანაც. 
 
„კლუბი დალუქულია და არ გვაქვს უფლება შესვლის. ვამზადებ წერილს სახალხო დამცველთან, შს მინისტრთან და მთავარ პროკურორთან. მოლაპარაკებას ვაწარმოებ პროკურორთან და პროკურორიც ელოდება ზემდგომ მითითებას. პარასკევიდან შესაძლებელია, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია“, – განაცხადა ხურცილავამ. 
 
აღნიშნული კლუბები 11 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ არის დახურული. 
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...