მთავარისიახლეებიზელენსკის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ტერიტორიების საკითხი ყველაზე რთული იქნება

ზელენსკის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ტერიტორიების საკითხი ყველაზე რთული იქნება

Published on

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ტერიტორიების საკითხი ყველაზე რთული იქნება.

“ტერიტორიების საკითხი იქნება ყველაზე რთული. მე ამას ვგრძნობ, ჩვენ ამას ვხვდებით. ეს ჩვენთვის, ყველასთვის გამოწვევა იქნება. და ამ საკითხებში უკრაინას მაქსიმალურად დავიცავთ, თუმცა ძალიან რთული იქნება. პრეზიდენტი ტრამპი დღესაც ხვდება, რომ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიებად არ ვაღიარებთ. არის ტერიტორიები, დიდი და პატარა ქალაქები, რომლებიც ამა თუ იმ კონტაქტური ხაზით არის გამოყოფილი. და თუ ზოგ ადგილას ამ ხაზებს დასვამთ, უბრალოდ ამ ადგილებს სიცოცხლის გარეშე დატოვებთ. არავინ დაბრუნდება ნახევარ-ქალაქში… თუ ეს მოუვა დიდ ქალაქებს, “ეს იქნება ბერლინი”, – თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან Zoom-შეხვედრაზე.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...