მთავარისიახლეები"პუტინის სიტყვები რეალობისგან განსხვავდება - ტრამპთან საუბრის შემდეგ, რუსეთმა 150 დრონი გაუშვა,...

“პუტინის სიტყვები რეალობისგან განსხვავდება – ტრამპთან საუბრის შემდეგ, რუსეთმა 150 დრონი გაუშვა, დარტყმები იყო მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე” – ზელენსკი

Published on

“გუშინ, ვლადიმერ პუტინის აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ, როცა პუტინმა თქვა, რომ უკრაინულ ენერგეტიკაზე შეჩერდება თავდასხმა, 150 დრონი გაუშვეს ჩვენი მიმართულებით, მათ შორის დარტყმები განხორციელდა ენერგეტიკის ობიექტებზე, ტრანსპორტზე, დაზიანდა ორი საავადმყოფო, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. პუტინის სიტყვები რეალობისგან განსხვავდება”.

– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლის ცნობით, სატელეფონო საუბრისას, პუტინმა მხარი დაუჭირა ტრამპის იდეას, რუსეთისა და უკრაინის მიერ ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების ორმხრივი 30-დღიანი უარის თქმის შესახებ.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...