მთავარისიახლეებისაზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი გახარია რუსთაველზე გამართული აქციის ორგანიზატორებს ხვდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი გახარია რუსთაველზე გამართული აქციის ორგანიზატორებს ხვდება

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთაველზე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გამართული აქციის ორგანიზატორებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას შეხვედრა მიმდინარეობს. 
 
შეხვედრას გიორგი გახარიას გარდა ესწრებიან: შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ბექა დოჭვირი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ლადო ბორცვაძე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრები დავით სუბელიანი და ბექა წიქარიშვილი, კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ივანე გეთია, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლები სოფო ვერძეული და გურამ იმნაძე.
 
ონკრეტული ადამიანები, თუ ვინ იქნებიან ამ ფორმატში ჩართულები, ჯერ შეთანხმებული არ არის და ამიტომ ეს არის პრინციპული, რათა ჩვენ გვქონდეს ლეგიტიმაცია საუბრის, – ამის შესახებ 
 
"თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენელმა ბექა წიქარიშვილმა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლამდე განუცხადა, რომ , დღევანდელი შეხვედრა იქნება ტექნიკური ხასიათის, რათა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი ჩამოყალიბდეს. 
 
"ჩვენ პირველ რიგში, ფორმატი უნდა შევათანხმოთ. უნდა წარვადგინოთ გუნდი, რომელთან ერთადაც ვაპირებთ მათთან თანამშრომლობას. კონკრეტული ადამიანები, თუ ვინ იქნებიან ამ ფორმატში ჩართულები, ჯერ შეთანხმებული არაა და ამიტომ ეს არის პრინციპული, რათა ჩვენ გვქონდეს ლეგიტიმაცია საუბრის. საზოგადოების ნდობისთვის გვჭირდება ეს ყველაფერი. ჩვენ უკვე წავედით სერიოზულ კომპრომისზე ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მეტ კომპრომისზე ვერ წავალთ. აქციის დასრულება სწორი ნაბიჯი იყო ჩემი აზრით. მე დაპირისპირებას ვერ დავუშვებდი", – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...