მთავარისიახლეებიდემონსტრანტების წინააღმდეგ დაწესებული დრაკონული ჯარიმები 2 მილიონ ლარს აღწევს -საია

დემონსტრანტების წინააღმდეგ დაწესებული დრაკონული ჯარიმები 2 მილიონ ლარს აღწევს -საია

Published on

მიმდინარე რეპრესიების ფონზე, დემონსტრანტების წინააღმდეგ დაწესებული დრაკონული ჯარიმები 2 მილიონ ლარს აღწევს – აცხადებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”. საუბარია 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის 18 მარტის ჩათვლით პერიოდზე.

“ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლში ცვლილებები შეიტანა, რის შედეგადაც დემონსტრაციების დროს გზის სპონტანურად გადაკეტვისთვის ჯარიმა 10-ჯერ, 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზარდა.

ამ მუხლით საქმის წარმოებისას პოლიცია იყენებს სახის ამომცნობ კამერებს. როგორც წესი, ასეთ საქმეებში ერთადერთ მტკიცებულებას სახის ამომცნობი კამერებიდან ამოღებული ფოტოები წარმოადგენს, რომლებიც, ძირითადად, შესაბამისი კონტექსტის იგნორირებით, პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სასამართლოს საკმარის მტკიცებულებად მიაჩნია.

2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის 18 მარტის ჩათვლით, აქციის მონაწილეებზე ამ მუხლით გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 2 000 000 ლარს აღწევს.

სპონტანური შეკრებების დროს გზის გადაკეტვისთვის დემონსტრანტების დაჯარიმების პრაქტიკა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების მძიმე დარღვევას წარმოადგენს.” ნათქვამია საიას ინფორმაციაში.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...