მთავარისიახლეებინარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს

Published on

შსს-ს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

უწყების ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული გ.ა., 2003 წელს დაბადებული ი.ი. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1992 წელს დაბადებული ა.ვ. და 2001 წელს დაბადებული ა.მ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1984 წელს დაბადებული მ.ც. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული მ.ჭ., 1989 წელს დაბადებული გ.ლ., 1967 წელს დაბადებული დ.ს., 1974 წელს დაბადებული მ.ფ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა პვპ“ „მეტადონი“, „ტრამადოლი“, „პრეგაბალინი“, „ლირიკა“ და „ბუპრენორფინის“ შემცველი „სუბოტექსის“ 3000-მდე აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 19-261-ე მუხლებით მიმდინარეობს.

სიახლეები

გარემოს ეროვნული სააგენტო: ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამიდან 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე...

მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება

შაბათ-კვირას დაფიქსირებული მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება. პრემიერმინისტრ სებასტიან ლეკორნუს...

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ: 💬 "ისევ...

TI-ვახო სანაია ისჯება ივანიშვილისა და „ოცნების“ რეჟიმის მხილების გამო! “

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს „ტვ ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას. "ვახო სანაია...