მთავარისიახლეებისაზოგადოებატრამპის ადმინისტრაციამ კიტ კელოგი ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებიდან მოხსნეს

ტრამპის ადმინისტრაციამ კიტ კელოგი ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებიდან მოხსნეს

Published on

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი, ომის დასრულებაზე მაღალი დონის მოლაპარაკებებიდან, მოხსნეს. NBC News -ის ინფორმაციით, პუტინი კელოგს ზედმეტად პრო-უკრაინულად მიიჩნევს, სავარაუდოდ ამის გამო მიიღო ტრამპის ადმინისტრაციამ კელოგის მოლაპარაკებებიდან მოხსნის გადაწყვეტილება.

„კელოგი არის ყოფილი ამერიკელი გენერალი, რომელიც ძალიან ახლოსაა უკრაინასთან. ეს არ არის ჩვენი კაცი, არც ისეთი კალიბრის, რომელსაც ჩვენ ვეძებთ”, – თქვა მედიასთან რუსმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით.

ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა NBC-ს დაუდასტურა, რომ რუსეთს არ სურს კელოგის ჩართვა მოლაპარაკებებში. წყარომ არ იცის, როდის შეატყობინეს ამის შესახებ თეთრ სახლს. კელოგის ოფისს კომენტარი არ გაუკეთებია.

80 წლის კელოგი, გადამდგარი გენერალი, დონალდ ტრამპის ერთგული მხარდამჭერია და მისი პირველი ვადის პრეზიდენტობისას სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

კელოგი საუდის არაბეთში აშშ-ის დელეგაციის მიერ გამართულ მოლაპარაკებებს არ დასწრებია არც რუსეთთან და არც უკრაინასთან.

თებერვალში კიტ კელოგი კიევში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა, რის შემდეგად მან ზელენსკის “ომში მყოფი ქვეყნის მამაცი ლიდერი” უწოდა.

სიახლეები

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...

მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე – კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

“მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთ რამ, რომ არის...