მთავარისიახლეებისაზოგადოებაSJC: ,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონში ინიცირებული ცვლილებები ძირს უთხრის მედიის და გამოხატვის თავისუფლებებს

SJC: ,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონში ინიცირებული ცვლილებები ძირს უთხრის მედიის და გამოხატვის თავისუფლებებს

Published on

,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ 3 კანონპროექტს სოციალური სამართლიანობის ცენტრი საგანგაშოს უწოდებს და აცხადებს, რომ ის არსებითად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით და საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ფუნდამენტურ უფლებებს.

SJC-ის შეფასებით, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონში ინიცირებული ცვლილებები ძირს უთხრის მედიის და გამოხატვის თავისუფლებებს.

პირველი კანონპროექტი – შინაარსობრივი შეზღუდვები და რეგულაციები მაუწყებლების საქმიანობაზე:

“ეს ცვლილება აწესებს ახალ რეგულაციებს მაუწყებლობის სტანდარტებზე, როგორიცაა ფაქტის სიზუსტე, მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების დაცვა და საგანგებო ვითარებების გაშუქება. აქამდე ეს საკითხები მაუწყებელთა თვითრეგულირებით განისაზღვრებოდა, ხოლო ახალი კანონის მიხედვით, მათ კონტროლს და დარღვევების სანქცირებას კომუნიკაციების ეროვნული კომისია განახორციელებს. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და კრიტიკული მედიის დასჯის მექანიზმად შეიძლება იქცეს.”

მეორე კანონპროექტი – დაფინანსების კუთხით დადგენილი შეზღუდვები:

“კანონპროექტი კრძალავს მაუწყებლების უცხოური დაფინანსების ყველა ფორმას, გარდა კომერციული რეკლამებისა და პროდუქტის განთავსებისა. უცხოური ძალად განისაზღვრება უცხო ქვეყნის მთავრობები, არაქართული იურიდიული და ფიზიკური პირები. ეს შეზღუდვა საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიის ფინანსურ მდგრადობას და შესაძლოა, ხელისუფლებისგან კრიტიკულად განწყობილი მედია დაასუსტოს.”

მესამე კანონპროექტი – გენდერული თანასწორობის კუთხით გაუარესებული მდგომარეობა:

“ეს ცვლილება ეხება მაუწყებლობაში გენდერული თანასწორობის სტანდარტებს და არსებითად ასუსტებს მათ დაცვის მექანიზმებს. კერძოდ, კანონპროექტი ამცირებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც მაუწყებლებს ავალდებულებდა გენდერულად მგრძნობიარე შინაარსის წარმოებას, ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლობის ზრდას მედიაში და დისკრიმინაციისგან დაცვის მექანიზმებს.” აცხადებს ორგანიზაცია.

SJC-ის შეფასებით, “ოცნების” მიერ, მედიასაშუალებების წინააღმდეგ მიმართული ინიციატივები – ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ინიცირებული უკიდურესად პრობლემური შინაარსის ცვლილებები, მედია საშუალებების უფლებების შემზღუდველი რეგულაციები და მათზე კონტროლის გამკაცრება კომუნიკაციების კომისიის მეშვეობით მიუთითებს იმაზე, რომ ე.წ. ხელისუფლება ცდილობს კრიტიკულ მედია საშუალებებზე ზეწოლის გაძლიერებას და ქვეყანაში ჯერ კიდევ შენარჩუნებული თავისუფალი სივრცეების მაქსიმალურად ჩახშობას, მისი ავტორიტარული ძალაუფლების კიდევ უფრო გასამყარებლად.

ოლიგარქის “დეპუტატებმა” ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის კანონპროექტი 24 თებერვალს დააინიცირეს.

სიახლეები

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები “ოცნების” განათლების რეფორმით შეშფოთებულნი არიან

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები შეშფოთებულნი არიან უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებით რექტორთა...

რუსეთი უახლოეს წლებში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციისთვის ემზადება – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთის ქვეყნების...

ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა – შემთხვევა ჩხოროწყუში მოხდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ...

ესპანეთში ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძეს ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ დღეს სასამართლო...