მთავარისიახლეებიპროტესტის მე-100 დღე-თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება

პროტესტის მე-100 დღე-თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება

Published on

პროტესტის მე-100 დღე-თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება. მასშტაბური შეკრება პარლამენტის წინ სოციალურ ქსელში უკვე დაანონსდა.

“ჩვენ არ შევეგუებით ხელისუფლების უზურპაციას და დიქტატურის დამყარებას!“, – წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასობრივი პროტესტის მე-100 დღეს რუსთაველზე შევიკრიბებით ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე.
კიდევ ერთხელ მოვითხოვთ საოკუპაციო რეჟიმის გაშვებას და ყველას დავანახებთ, რომ ჩვენ არ შევეგუებით ხელისუფლების უზურპაციას და დიქტატურის დამყარებას! ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და არ დავუშვებთ ქვეყნის მომავლის მოპარვას!
მნიშვნელოვანია ბევრი ვიყოთ, ამიტომ გაავრცელეთ ინფორმაცია და ივენთზე მოიწვიეთ ყველა მეგობარი, ნაცნობი და თანამებრძოლი!” – ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი აქციების განრიგი ასე გამოიყურება:

თბილისი

18:00 – აქცია/მსვლელობა: არქიტექტორები სოლიდარობისთვის! – თბილისის მერია
19:00 – სტუდენტების, ლექტორებისა და პროფესორების ერთობლივი აქცია/მსვლელობა – თსუ-ს პირველი კორპუსი
19:00 – პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან
19:00 – მსვლელობა: თავისუფლება სინდისის პატიმრებს! – პირველი არხის ეზოდან (კოსტავას 68)
20:00 – პროტესტის მეასე დღე: ბოლომდე! – პარლამენტთან
21:00 – საჯარო ლექცია საპროტესტო აუდიტორიის მიერ – ილიას და აკაკის ძეგლთან
21:30 – საჯარო დისკუსია: რუსულ რეჟიმთან ბრძოლის 100 დღე – მიღწევები, გამოწვევები, სამომავლო ნაბიჯები – ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის წინ
ახმეტა

17:00 – პროტესტი: პროტესტის 100 დღე – მერიასთან

გორი

17:00 – გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები! – საკრებულოს წინ

ახალციხე

18:00 – პროტესტი – შოთა რუსთაველის ძეგლთან

ბათუმი

19:00 – სამშობლოს სამსახურში! – საკონსტიტუციო სასამართლოსთან

ზუგდიდი

18:00 – ბრძოლა გამარჯვებამდე – სამხარეო ადმინისტრაციის წინ

თელავი

18:00 – უწყვეტი პროტესტი თელავში – მერიის წინ

ქუთაისი

18:00 – აქ საქართველო იბრძვის! უწყვეტი პროტესტის 100 დღე! – მერიის წინ

ჩხოროწყუ

20:00 – გაბედე პროტესტი ყოველდღე! – მერიის წინ

ფოტო: დაიტოვე

სიახლეები

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...

ესტონეთმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა

სტონეთმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა. ამის შესახებ განცხადება ესტონეთის...

“ან რუსეთი უნდა შეიცვალოს რადიკალურად, ან მსოფლიოს მოუწევს შეცვლა… ბოროტების მოთვინიერება შეუძლებელია, მას უნდა ებრძოლო” – ვოლოდიმირ ზელენსკი

"ხვალ, ნაცისტების სისასტიკეზე ისაუბრებს ბუჩაში მასობრივი საფლავების მომწყობი. ლენინგრადის ბლოკადაზე ისაუბრებენ ისინი, ვინც მოაწყო...

ხმაური მზია ამაღლობელის საქმეზე, სადაც ირაკლი დგებუაძე იკითხება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - ამ წუთებში ბათუმის პოლიციის...