მთავარისიახლეებისამხედრო თემაევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე...

ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

Published on

ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა  საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის ძალიან დიდი პატივია ჯილდო, რომელიც გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა. 

"ეს არის დასტური , აშშ-ს და საქართველოს შეირაღებულ იძალების ურთიერთობის და ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობისa. ევროატლანტიკური თანამშრომლობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დღეს კიდევ უფრო მყარია, ვიდრე აქამდე იყო. 
საქართველოს , როგორც შავი ზღვის სანაპირო ქვეყნის  როლი და მისი ურთიერთობა ევროპულ ქვეყნებთან კიდევ უფრო გაძლიერდა", – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა. 

მისი თქმით, სამხედრო წვრთნა, "ღირსეული პარტნიორი", რომელიც დღეს სრულდება, უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის ურთიერთობაში. "პირველად მოხდა, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახერხა ჯავშანტრანსპორტიორები სწორედ შავიზღვის საშუალებით ყოფილიყო ტრანსპორტირებული. მე ძალიან კმაყოფილი ვარ და ვამაყობ წლევანდელი წვრთნებით. იმედს გამოვთქვამ და ასევე დარწმუნებულიც ვარ, რომ მომავალ წელს გავამყარებთ და გამოვიყენებთ იმ გამოცდილებას, რომელიც წელს მივიღეთ. ეს წვრთნები კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ სახელმწიფოების უფლებაა თავისი არჩევანი გააკეთოს", -განაცხადა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა.  

სიახლეები

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...

ტრამპი Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოებას მხარს უჭერს

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა...

მოქალაქეებს სახლების და კოტეჯების აშენებას პირდებოდა – თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით,...