მთავარისიახლეებიტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების შესახებ განკარგულება გასცა

ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების შესახებ განკარგულება გასცა

Published on

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალ კაბინეტში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამათის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების შესახებ განკარგულება გასცა. ინფორმაციას თეთრი სახლის წარმომადგენელი CNN-თან საუბარში ადასტურებს.

“პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ის ორიენტირებულია მშვიდობაზე. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი პარტნიორებიც იყვნენ ამ მიზნისადმი ერთგულნი. ჩვენ ვაჩერებთ და გადავხედავთ ჩვენს დახმარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის გადაწყვეტილებას ხელს უწყობს”, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, პაუზა გავრცელდება ყველა სამხედრო ტექნიკაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის უკრაინის ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში, დონალდ ტრამპთან შესახვედრად 28 თებერვალს ჩავიდა. ოვალურ კაბინეტში მედიის თანდასწრებით შეხვედრისას ტრამპსა და ზელენსკის შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა და მათ იკამათეს, რის შემდეგაც ზელენსკიმ თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე დატოვა. არ ჩატარდა არც შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, გაუქმდა შემდგომი ერთობლივი პრესკონფერენცია. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ დასავლურმა სამყარომ აშშ-ის პრეზიდენტი გააკრიტიკა – ევროპელმა და მათ შორის ამერიკელმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ტრამპი რუსული პროპაგანდის გამავრცელებელია, ის პუტინთან ახლო ურთიერთობაშია და ამერიკელებს ტრამპის საქციელის გამო უნდა რცხვენოდეთ.

სიახლეები

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...