მთავარისიახლეებიპოლიტიკაროდის არის კვირიკაშვილი გულწრფელი და როდის დასრულდება ყუფარიობა და ეძგვერაძეობა ...

როდის არის კვირიკაშვილი გულწრფელი და როდის დასრულდება ყუფარიობა და ეძგვერაძეობა ჩვენს ხელისუფლებაში?

Published on

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა. 
 
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ეს სომხური მხარის ინიციატივით მოხდა.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა. მხარებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე. 
 
სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა გეოპოლიტიკური ფაქტორებისგან დამოუკიდებლად უნდა განვითარდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა შეესაბამებოდეს ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ კავშირებს. 
 
გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, სომხეთთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მოიწვია.  
 
დიპლომატიას თავისი კანონები აქვს, მაგრამ სავსებით ლეგიტიმურია  საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები გიორგი კვირიკაშვილის ნაჩქარევ ,,გულწრფელ'' მილოცვასთან დაკავშირებით  ფაშინიანის წინამორბედისადმი კრიტიკულ მომენტში, როცა თავად სომეხი ხალხი არ ცნობდა მას და ქუჩაში იყო გამოსული,  და დღვანდელ , ასევე ,,გულწრფელ''  მილოცვასთან ახლა უკვე ფაშინიანისადმი. შესაბამისად, ლეგიტიმურია კითხვებიც  სოციალურ ქსელში იმის შესახებ,  თუ როდის არის კვირიკაშვილი  გულწრფელი და, საერთოდ, როდის დასრულდება ყუფარიობა და ეძგვერაძეობა  ჩვენს ხელისუფლებაში? 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....