მთავარისიახლეებიკობახიძემ EU-ს ელჩს "ძალადობის თანამონაწილე" უწოდა

კობახიძემ EU-ს ელჩს “ძალადობის თანამონაწილე” უწოდა

Published on

ოლიგარქის არალეგიტიმური პრემიერი ევროკავშირის ელჩს რუსული პროპაგანდისტული მესიჯბოქსით ესხმის თავს და მას “ძალადობის თანამონაწილეს” უწოდებს. კობახიძის მტკიცებით, პაველ ჰერჩინსკი “ღიად აწარმოებდა კამპანიას კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ”:

“ევროკავშირის ელჩი არჩევნებში დამარცხდა და მისი მიდგომა ამ ყველაფრით არის გამოწვეული. თქვენ გახსოვთ, რომ ის ღიად აწარმოებდა კამპანიას „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ. იცით, რომ არც ერთხელ დაუგმია მას ის ძალადობრივი მიტინგები, რომელიც საქართველოში იმართებოდა. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ეს ადამიანიც არის ძალადობის თანამონაწილე და აგრძელებს ძალადობის წახალისებას, თუმცა მისი ეს მცდელობა ამ შემთხვევაში წარმატებული აღარ არის.“,- ამბობს რეჟიმის თვითგამოცხადებული პრემიერი.

კობახიძე ამჯერად ჰერჩინსკის იმ განცხადებამ გააღიზიანა, სადაც დიპლომატმა თქვა, რომ „ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას, რომელიც უკვე, თითქმის, სამი თვეა გრძელდება“.

სიახლეები

რუსთაველი გადაიკეტა, თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობებია

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობები ტარდება ირაკლი კობახიძის მხრიდან გაკეთებული მავნებლური განცხადებიდან...

ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, ანდრეი ერმაკი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძანება გამოსცა ანდრეი ერმაკის თანამდებობიდან...

სტენერგარდი-შვედეთი თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მამაცი ქართველები ყოველდღიურად თავიანთი გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობენ და მშვიდობიან...

ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების აქციები გაიმართება

ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ჟენევა, რომი, ვენა, სტოკჰოლმი - ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების...