მთავარისიახლეებისაზოგადოებააქტიურად ვმუშაობთ ივანიშვილის, მისი ოჯახის, კობახიძის და მოსამართლეების დასანქცირებაზე - ევროდეპუტატი

აქტიურად ვმუშაობთ ივანიშვილის, მისი ოჯახის, კობახიძის და მოსამართლეების დასანქცირებაზე – ევროდეპუტატი

Published on

ივანიშვილის რეჟიმის მსახურებისთვის სანქციების დაწესებაზე EU-ში აქტიურად მუშაობენ – ევროდეპუტატი კშიშტოფ ბრეიზა აცხადებს, რომ საჭიროა შავ სიაში არა მხოლოდ ქართველი ოლიგარქი, არამედ მისი ოჯახის წევრები, ირაკლი კობახიძე და ყველა ის მოსამართლე შევიდეს, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ.

კშიშტოფ ბრეიზა ფიქრობს, რომ მოცემული პირების დასანქცირება საქართველოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას განაპირობებს, ამიტომ მისივე განმარტებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ EU-ს ქვეყნებმა “ქართული ოცნების” რეჟიმი სამიზნეში ერთიანად ამოიღონ.

აქტიურად ვმუშაობთ სანქციებზე, რომელთა სამიზნე ქართული რეჟიმია. მნიშვნელოვანია ერთიანი მიდგომა. სანქციები უნდა დაწესდეს ბიძინა ივანიშვილზე, მის მოკავშირეებზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ჩათვლით, ასევე პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში ჩართულ მოსამართლეებზე, ივანიშვილის ოჯახის წევრებზე.

ეს სანქციები საჭიროა, რათა მოხდეს ამ პირების უარყოფითი ზეგავლენის შემცირება ქვეყანაზე. ევროპა დგას საქართველოსთან, ჩვენ მხარს დავუჭერთ ხალხის სურვილს მშვიდობიან, სტაბილურ და დემოკრატიულ მომავალს რუსული ჩარევისგან” – განაცხადა კშიშტოფ ბრეიზამ.

სიახლეები

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...