მთავარისიახლეებიმსოფლიოევროკავშირი უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

ევროკავშირი უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

Published on

ევროკავშირი 20 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს უკრაინისთვის. ინფორმაციას Bloomberg საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ ინიციატივის ფარგლებში EU-ს ქვეყნები უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მაღალი სიზუსტის დარტყმის რაკეტების, უპილოტო საფრენ აპარატებსა და სხვა ტიპის იარაღს გადასცემენ. დახმარების მიზანია უკრაინის სამხედრო ბრიგადების გაძლიერებაც.

დახმარების პაკეტზე მუშაობა უკავშირდება აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ომის დაწყების უკრაინაზე დაბრალებას, მისი პრეზიდენტისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის “დიქტატორის” წოდებასა და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში ერთ-ერთი რესპუბლიკელი სპიკერის განცხადებას, რომ ვაშინგტონს “აღარ აქვს მადა”, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა განაგრძოს.

POLITICO-ს ცნობით, აღნიშნული სამხედრო დახმარების პაკეტის ღირებულება შესაძლოა გაიზარდოს. გამოცემის ინფორმაციით, პაკეტის თავდაპირველი ღირებულება 6 მილიარდი ევრო იყო, რის შემდეგაც 10 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

უცნობია კონკრეტული დრო, როდესაც ევროკავშირი პაკეტს დაამტკიცებს, ვინაიდან უნგრეთს უთქვამს, რომ იგი შეეწინააღმდეგება ნებისმიერ ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას უკრაინისთვის და ამასთან გერმანიის გამო, სადაც 23 თებერვალს არჩევნების გაიმართება.

დახმარების პაკეტის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს, 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 3 წლის თავზე, ბრიუსელში დაგეგმილ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე იმსჯელებენ.

სიახლეები

პოლიციის პასიურობისა და სიმცირის ფონზე, “ტიტუშკები” კალაძის შტაბთან მისულ დემონსტრანტებს გაუსწორდნენ

მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის შტაბის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს, რომლებიც უკვე მეორე დღეა იკრიბებიან და...

მხარდაჭერა ქართველ მებრძოლ გიორგი კინოიანს – აქტივისტები სომხეთის საელჩოსთან შეკრებას გეგმავენ

ერევანში დაკავებული ქართველი მებრძოლის გიორგი კინოიანის მხარდასაჭერად, რომელსაც რუსეთში ექსტრადიცია ელოდება, სამოქალაქო აქტივისტები ცოტა...

სანქციები არასოდეს აიძულებს რუსეთს, თავისი პოზიცია შეცვალოს – რუსეთის პასუხი ტრამპს

კრემლმა უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მის მზადყოფნაზე, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი...

აქტივისტი თათია აფრიამაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს

აქტივისტი თათია აფრიამაშვილი, რომელიც 2 სექტემბერს რუსთაველზე დააკავეს, 5 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა...