მთავარისიახლეები"მადლობელი ვარ, რომ ამერიკის დელეგაცია საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა გასულ...

“მადლობელი ვარ, რომ ამერიკის დელეგაცია საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა გასულ კვირას” – ჯო უილსონი

Published on

“მადლობელი ვარ, რომ ამერიკის დელეგაცია საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა გასულ კვირას. მამაცი ქართველების უწყვეტი პროტესტის 85-ე დღეა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გზაა წინ! გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები და რეჟიმის ტყვეები.”

წერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან დაკავშირებით.

14-16 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ 60 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, 150 მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. 2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობა არ მიუღია “ქართული ოცნების” მთავრობას. სახელმწიფო ლიდერებთან და დელეგაციებთან შეხვედრებს საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მართავდა.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...