მთავარისიახლეებისაზოგადოებასაფრანგეთის პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერი, მომდევნო კვირას, ვაშინგტონში ტრამპს შეხვდებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერი, მომდევნო კვირას, ვაშინგტონში ტრამპს შეხვდებიან

Published on

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, მომავალ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონს ეწვევიან.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, მაიკ უოლცმა Fox News-თან განაცხადა, რომ შეხვედრაზე ლიდერები უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივებს განიხილავენ. უოლცმა საუდის არაბეთში, რუს ოფიციალურ პირებთან ბოლო მოლაპარაკებებს “პოზიტიური ნაბიჯი” უწოდა.

უოლცმა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროპელ ქვეყნებს უფრო აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

“ჩვენ მივესალმებით ევროპას. ჩვენ წლების განმავლობაში ვთხოვთ ევროპას გაძლიერდეს და მეტი წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ საკუთარ თავდაცვაში, არამედ უკრაინის დაცვაში,” – თქვა მან.

მანამდე, მაკრონიც და სტარმერიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრნენ, რომელმაც ევროპაში მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

იმის ფონზე, რომ აშშ, ევროპის ჩარევის გარეშე, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს აგრძელებს, ევროპელი ლიდერები, 17 თებერვალს, პარიზში, საგანგებო სამიტზე შეიკრიბნენ. 19 თებერვალს კი უფრო ფართო შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთისა და მისი მოკავშირეების “ერთიანი” პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...