მთავარისიახლეებისაზოგადოება"ამჟამად ჩემი ნდობის რეიტინგი 57%-ია; თუ ვინმეს სურს ჩემი ჩანაცვლება, ახლა ამის...

“ამჟამად ჩემი ნდობის რეიტინგი 57%-ია; თუ ვინმეს სურს ჩემი ჩანაცვლება, ახლა ამის საშუალება არ არის” – ზელენსკი

Published on

„ამჟამად ჩემი ნდობის რეიტინგი 57%-ია, ასე რომ, თუ ვინმეს სურს ჩემი ჩანაცვლება, ახლა ამის საშუალება არ არის“, – ასე უპასუხა ზელენსკიმ დონალდ ტრამპის განცხადებას, თითქოს, უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგი 4%-მდე დაეცა. ზელენსკის თქმით, ეს დეზინფორმაციაა:

„რადგან ჩვენ ვსაუბრობთ 4%-ზე, ჩვენ ვნახეთ ეს დეზინფორმაცია, გვესმის, რომ ის მოდის რუსეთიდან და გვაქვს მტკიცებულება, რომ ამ ციფრებს განიხილავენ ამერიკა და რუსეთი. მე შემიძლია მხოლოდ თანავუგრძნო პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც იმყოფება ამ დეზინფორმაციულ სივრცეში,” – დასძინა ზელენსკიმ.

რაც შეეხება ტრამპის მიერ დასახელებულ ციფრებს, უკრაინისთვის აშშ-ის დახმარებაზე – ზელენსკის თქმით, აშშ-ის დახმარება იყო 67 მილიარდის იარაღი, ხოლო 31,5 მილიარდის საბიუჯეტო საფინანსო სახსრები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის 20 იანვრის მდგომარეობით, ანუ ტრამპის ინაუგურაციამდე, აშშ-მ უკრაინას ომის დაწყების შემდეგ, დაახლოებით 69,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება მიაწოდა.

ამავდროულად, ავტორიტეტული ამერიკული ანალიტიკური საბჭო საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, 175 მილიარდ დოლარად აფასებს უკრაინისთვის გაწეულ ამერიკულ დახმარებას სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...