მთავარისიახლეებიმზია ამაღლობელის საქმის განხილვაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უარი მეორედ თქვა

მზია ამაღლობელის საქმის განხილვაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უარი მეორედ თქვა

Published on

მზია ამაღლობელის საქმის განხილვაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უარი მეორედ თქვა. “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის უფლებების დამცველებმა რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთხელ მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჟურნალისტის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 16 თებერვალს წარდგენილი საჩივრით ქართული მართლმსაჯულების სისტემას კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი დაასრულოს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური დევნა და წერტილი დაუსვას მის უკანონო პატიმრობას.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ “წარდგენილი საჩივარი შეეხება 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2025 წლის 13 თებერვალს, ხელახლა მივმართეთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ, 2025 წლის 14 თებერვალს შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. ცალსახად ვაცხადებთ, არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მზია ამაღლობელის პატიმრობას გაამართლებს, მისი პატიმრობა არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. ჩვენი შუამდგომლობის დაუშვებლობა ხელოვნური ბარიერია იმისათვის, რომ სასამართლომ არ იმსჯელოს შუამდგომლობაში მითითებულ ახალ, უტყუარ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე.

მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა – გუშინ, ჟურნალისტმა შიმშილობა შეწყვიტა. ის მკურნალობას “ვივამედის” კლინიკაში გააგრძელებს.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...