მთავარისიახლეებიEU რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების მე-16 პაკეტზე შეთანხმდა

EU რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების მე-16 პაკეტზე შეთანხმდა

Published on

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების მე-16 პაკეტზე შეთანხმდნენ – ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე ავრცელებს და წერს:

“მე მივესალმები შეთანხმებას სანქციების მე-16 პაკეტზე. ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად ამკაცრებს ზომებს სანქციების გვერდის ავლის მიმართ, მიზანში ავიყვანთ პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის გემების დიდ ნაწილს და ახალ აკრძალვებს შემოვიღებთ იმპორტსა და ექსპორტზე. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ზეწოლა კრემლზე.”

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი დეკემბერში მიიღო. მთავარი სამიზნე რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“ იყო. მე-16 პაკეტს კი EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები 24 თებერვალს დაამტკიცებენ, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის სამი წლისთავზე.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...