“ტვ პირველის” ოპერატორის წერილი ევროპელ ხალხს, რომელიც იზოლატორიდან ადვოკატმა თორნიკე მიგინეიიშვილმა გამოიტანა.
წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“მეგობრებო, პირველ რიგში მადლობა. შედეგი მიღწეულია. “ბატონი” თავის დაბადების დღეზე შევაწუხეთ.
ცეცხლი ოლიგარქიას.
თქვენი შეშინებულის დედ…
მალე შევხდებით”, – წერს წერილში ლაშა ჯაოშვილი. გუშინ ღამით პოლიციამ “ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტაცა – შემთხვევა თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
სავარაუდოდ, ის აქციიდან ბრუნდებოდა, როცა უცნობმა პირებმა სასტუმრო “რადისონთან” მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.
ფაქტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მოქალაქეები, რომლებიც გატაცების ფაქტს შეესწრნენ, ცდილობდნენ პოლიციისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა ჯიოშვილის წაყვანა მათ მაინც მოახერხეს.
რამდენიმე საათის განმავლობაში გატაცებული ჯიოშვილის ადგილმდებარეობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ის ზაჰესის იზოლატორში იმყოფებოდა.