ერ-რიადში ამერიკის და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა ოთხ საათნახევარი გაგრძელდა-მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულებულია
მოლაპარაკების ეს რაუნდი რუსეთის დელეგაციამ შეაფასა, როგორც “პოზიტიური და სერიოზული საუბარი” –
„ძალიან სერიოზული საუბარი იყო ყველა იმ საკითხზე, რომლის წამოჭრაც გვინდოდა. შევთანხმდით, რომ ერთმანეთის ინტერესებს გავითვალისწინებთ. ამასთან, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს გავაძლიერებთ, რადგან ამით მოსკოვიც და ვაშინგტონიც დაინტერესებულები არიან“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა
ტრამპის ადმინისტრაციამ კი შეხვედრა კომენატრის გარეშე დატოვა. უკრიანაში ომის დასრულების თემაზე მოლაპარაკების ეს რაუნდი ისე დამთავრდა რომ შემდეგი შეხვედრა ჯერ არ ჩანიშნულა.
მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი.
შეხვედრაზე არ იმყოფებოდა უკრაინული მხარე.