მთავარისიახლეები"საია" ომბუდსმენის კონსილიუმის მზია ამაღლობელთან შესვლას ითხოვს, ამჯერად რეანიმატოლოგის ჩართულობით

“საია” ომბუდსმენის კონსილიუმის მზია ამაღლობელთან შესვლას ითხოვს, ამჯერად რეანიმატოლოგის ჩართულობით

Published on

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სახალხო დამცველს მიმართავს, კიდევ ერთხელ შეაფასოს მისი ეგიდით შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა, ამჯერად რეანიმატოლოგის ჩართულობით:

“დღეს მზია ამაღლობელის შიმშილობის 38-ე დღეა. იგი ამ დროისთვის იმყოფება კლინიკა „ვივამედში“ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სამედიცინო პერსონალის განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყვეტი შიმშილობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით მძიმეა.

ადვოკატების მოთხოვნით, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შეიქმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლის მიზნით.

მზია ამაღლობელი ექიმთა ჯგუფის ორმა წევრმა, კერძოდ, გიორგი გვილიამ და ელენე გიორგაძემ კლინიკაში 2025 წლის 7 თებერვალს, ხოლო ექიმმა გიორგი ჯავრიშვილმა პაციენტი 12 თებერვალს მოინახულეს. 7 თებერვლისთვის პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც დამაკმაყოფილებელი, თუმცა საყურადღებო. მათი ვიზიტიდან დღემდე გასულია თითქმის ორი კვირა. 2025 წლის 17 თებერვალს, კლინიკა ,,ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ, გააკეთა კომენტარი, იმის თაობაზე, რომ შიმშილობის ხანგრძლივი დროის გათვალისწინებით, შესაძლოა, მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. მისი განცხადებით, ასეთი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს გამოკვლევები, რომლებიც მზია ამაღლობელს უტარდება.

იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობის ამ ვადაზე დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი, კვლავ მივმართეთ სახალხო დამცველს, რათა კიდევ ერთხელ შეაფასოს სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მზია ამაღლობელის მდგომარეობა, ამჯერად უკვე რეანიმატოლოგ, ვახტანგ კალოიანის ჩართულობით.” აცხადებს საია.

სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...