მთავარისიახლეებისაზოგადოებაარსებობს რისკი, რომ ცეცხლის შეწყვეტა ისევე დასრულდება, როგორც მინსკის შეთანხმებები - მაკრონი

არსებობს რისკი, რომ ცეცხლის შეწყვეტა ისევე დასრულდება, როგორც მინსკის შეთანხმებები – მაკრონი

Published on

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარიზში უკრაინის შესახებ ევროპელი ლიდერების სამიტის შემდეგ, ის ესაუბრა უკრაინელ და ამერიკელ ლიდერებს.

„რამდენიმე ევროპელ ლიდერთან შეხვედრის შემდეგ, მე ველაპარაკე პრეზიდენტ ტრამპს, შემდეგ კი პრეზიდენტ ზელენსკის.
უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისთვის, რუსეთმა უნდა შეაჩეროს თავისი აგრესია და ამას უნდა ახლდეს უკრაინელებისთვის უსაფრთხოების ძლიერი და საიმედო გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა ისევე დასრულდება, როგორც მინსკის შეთანხმებები” აღნიშნავს მაკრონი.

მისი თქმით, ევროპელებმა მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელონ თავიანთ უსაფრთხოებასა და თავდაცვაში.

შეგახსენებთ, ევროპელმა ლიდერებმა პარიზში საგანგებო სამიტი გამართეს, რათა განეხილათ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმები – მოსკოვთან ევროპის მონაწილეობის გარეშე მოლაპარაკებები.

შეხვედრის შემდეგ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ გამოცხადებულა, მაგრამ ევროკავშირმა და ნატომ განაცხადეს, რომ საჭიროა მეტი ინვესტიციები თავდაცვაში და კიევს უსაფრთხოების საიმედო გარანტიები.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...