მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინის საკითხზე აშშ-სა და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა ხვალ გაიმართება

უკრაინის საკითხზე აშშ-სა და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა ხვალ გაიმართება

Published on

უკრაინის საკითხზე, ასევე, ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მოსამზადებლად აშშ-სა და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა ხვალ, 18 თებერვალს, საუდის არაბეთში გაიმართება.

აშშ-ის დელეგაციაში შედიან: სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი.

უცნობია, ვინ იქნება რუსეთის დელეგაციაში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი, შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იყოს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მათ შეხვედრაში მონაწილეობაზე შეთავაზება არ მიუღიათ, საპირისპიროს ამტკიცებს თეთრი სახლი.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...