მთავარისიახლეები"საგანგაშო მდგომარეობაა და ყოველთვის შეიძლება, გართულება იყოს - დღეს ჩვენთან დარჩება, სავარაუდოდ,...

“საგანგაშო მდგომარეობაა და ყოველთვის შეიძლება, გართულება იყოს – დღეს ჩვენთან დარჩება, სავარაუდოდ, ხვალაც დარჩება” – ჩხაიძე მზია ამაღლობელზე

Published on

“ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დღეს და ხვალ კლინიკაში დარჩება.

ჩხაიძე ამბობს, რომ ჟურნალისტს დამატებითი კვლევები უნდა ჩაუტარდეს.

“ახლახან ვინახულე. არის მხნედ, უგრძელდება კვლევები, დაგვჭირდა კიდევ დამატებითი კვლევების ჩატარება და ასევე კონსულტირდება ამ კვლევის შედეგად ექიმების მიერ. რეკომენდაციებს ითვალისწინებს, მას აქვს უკვე დანიშნულება მიცემულ. დანიშნულება მიცემული. ეს დანიშნულება სრულდება, რაზეც თანხმობას აცხადებს. [კვლევები] ძირითადად უკავშირდება შიმშილის ეფექტს, რაც გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობაა და ყოველთვის შეიძლება, გართულება იყოს. დღეს ჩვენთა დარჩება, სავარაუდოდ, ხვალაც დარჩება, რომ კიდევ გაგრძელდეს კვლევა და იყო კონტროლი ქვეშ. ამდენი ხნის შიმშილობის ეფექტი თავის ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე”, – განაცხადა ჩხაიძემ, რომლის კომენტარსაც “ფორმულა” ავრცელებს.

სიახლეები

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...