ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ზუგდიდში შუმანის დეკლარაციის 68-ე წლისთავს აღნიშნავს. ღონისძიება მარათონით გაიხსნა, რომელიც ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. მარათონის დასრულებამდე ქალაქის მთავარ ხეივანზე მოძრაობა ავტომობილებით შეიზღუდა.ზუგდიდის საველე ოფისის ინფორმაციით, წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის სოფლებს. 9 მაისს ევროკავშირის მისია პირველი საჯარო სკოლის ეზოში სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებას გამართავს. 68 წლის წინ, 1950 წლის 9 მაისს, მაშინდელმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა, გადადგა პირველი ნაბიჯი იმ ორგანიზაციის შექმნისკენ, რასაც დღეს ევროკავშირს ვუწოდებთ. 9 მაისს, შუმანის დეკლარაციის პრინციპების გათვალისწინებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს ევროპის დღეს.
მთავარისიახლეებისაზოგადოებაშუმანის დეკლარაციის 68-ე წლისთავს ევროკავშირის მისიამ ზუგდიდში მარათონი მიუძღვნა
შუმანის დეკლარაციის 68-ე წლისთავს ევროკავშირის მისიამ ზუგდიდში მარათონი მიუძღვნა
სიახლეები
საზოგადოება
EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...
მსოფლიო
აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ
აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...
სიახლეები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო.
ამის შესახებ...
სიახლეები
აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს
აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...