მთავარისიახლეებიწალენჯიხის სოფელ ჯგალში მოსახლეობამ, წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, გზა გადაკეტა

წალენჯიხის სოფელ ჯგალში მოსახლეობამ, წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, გზა გადაკეტა

Published on

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში, სქურის მონაკვეთზე მოსახლეობამ, წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, გზა გადაკეტა.

ადგილობრივების თქმით, სამხარეო ადმინისტრაცია – გუბერნია წინასაარჩევნოდ ჯგალს ცენტრალური ბიუჯეტიდან სოფელში წყლის გაყვანას დაჰპირდა, რაც არ შეასრულა.

მათივე განცხადებით, წლებია, სოფელს წყალი არ მიეწოდება.

ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები ადგილზე გუბერნატორის ან ვიცეგუბერნატორის მისვლას ითხოვენ, თუმცა იქ ჯერ არავინ გამოჩენილა.

მომხდართან დაკავშირებით წალენჯიხის მერიამ გუბერნია საქმის კურსში ჩააყენა. წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც არჩევნებში კოალიციურმა მთავრობამ გაიმარჯვა.

სიახლეები

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...