მთავარისიახლეებისაზოგადოებამზია ამაღლობელი 20-ე დღეა შიმშილობს

მზია ამაღლობელი 20-ე დღეა შიმშილობს

Published on

მზია ამაღლობელი გისოსებს მიღმა უკვე მე-20 დღეა შიმშილობს – გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური დაწესებულება ქალი ჟურნალისტის უფლებადამცველებს ინფორმაციას ამ დრომდე არ აწვდის.

ასევე დღემდე არ არის შექმნილი ექიმთა კონსილიუმი, რომელიც მზია ამაღლობელს პირად კონტროლზე აიყვანს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას მონიტორინგს გაუწევს. სწორედ ამ მიზეზის გამო, დღეს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან ადამიანები კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის მხარდასაჭერად.

სამოქალაქო აქტივისტები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები 17:00 საათზე სახალხო დამცველის ოფისთან შეიკრიბებიან და ომბუდსმენს კონსილიუმის შექმნას მოსთხოვენ. პროტესტის მეორე კერა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისი იქნება, საიდანაც მზია ამაღლობელის მხარდამჭერები 18:00 საათზე სოლიდარობის მსვლელობას გამართავენ.

უჭირდა გადაადგილებაც კი. ეს ნიშნავს იმას, რომ კრიზისის ეტაპი დაიწყო. ყოველი წუთიც კი შეიძლება გადამწყვეტი იყოს მისი სიცოცხლისთვის. ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი, რომ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი, პოლიტპატიმრები. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიიდან დავიწყებთ მსვლელობას და კიდევ ერთხელ შევეცდებით, რომ ე.წ. ხელისუფლებას გავაგონოთ ხმა”, – ამბობს ზურა ვარდიაშვილი.

პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. “პირველებისთვის” ცნობილი ხდება, რომ დღეს ჟურნალისტთან მოსანახულებლად მისივე ადვოკატი შევა და შეხვედრის დასრულების შემდეგ, ციხეში გამომწყვდეული მზია ამაღლობელის შესახებ მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

საკმაოდ მხნედ იყო. განსაკუთრებული დაზიანება და ჯანმრთელობის პრობლემა სახეზე არ იყო. თავად როგორც ამბობს, მის ჯანმრთელობაზე საუბარი არ უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი და შიმშილობას აგრძელებს როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვა პოლიტპატიმრებისთვის. ჩვენ მხოლოდ ამ სიტყვებსა და პენიტენციურის განცხადებებს არ ვენდობით და ვითხოვთ ოფიციალურ დოკუმენტაციას. უნდა გავიგოთ, შიმშილობის პროტოკოლის მიხედვით ხდება თუ არა ამ ყველაფრის მართვა”, – ამბობს მზია ამაღლობელის უფლებადამცველი.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეოცე დღეა, შიმშილობს.

„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ – ასეთია ამაღლობელის ბოლო გზავნილი.

სიახლეები

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ...

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე...

ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის-კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო...

2015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურის განცხადებით, 2015 წელს გიორგი კვარაცხელიას ჯგუფური განზრახ მკვლელობის საქმე გახსნეს. ბრალის დადგენილება გამოსცეს...